რუსთავში “რუსთავქალაქობა 2025” მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნება

14 ოქტომბერს, ქალაქ რუსთავში ტრადიციული დღესასწაული – „რუსთავქალაქობა 2025“ აღინიშნა. დღე დილიდანვე მრავალფეროვანი კულტურული და გასართობი აქტივობებით დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა.

ღონისძიებების ფარგლებში, რუსთავის მთავარ მოედანზე მოეწყო საბავშვო გასართობი სივრცეები, ორკესტრისა და ზღაპრული პერსონაჟების კოსტიუმირებული მსვლელობები, ილუზიონისტების შოუ, ფლეშმობები, თოჯინების წარმოდგენები და შემეცნებითი მასტერკლასები.

ქალაქმა წელს უმასპინძლა წიგნის ფესტივალს, სადაც 14 გამომცემლობა ფასდაკლებებით სთავაზობდა მკითხველს წიგნებს. მოეწყო შეხვედრები ავტორებთან და გამოფენა-გაყიდვა ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების.

📌 დღესასწაულის ოფიციალურ ნაწილში სიტყვით გამოვიდნენ რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საქართველოს პარლამენტის რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, რომლებმაც მოსახლეობას სვეტიცხოვლობისა და რუსთავქალაქობის დღესასწაულები მიულოცეს.

🕖 საღამოს 19:00 საათზე, რუსთავის მთავარ სცენაზე გაიმართა ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი, რომელიც ეძღვნებოდა ანზორ ერქომაიშვილის 85 წლის იუბილეს. ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროსა და რუსთავის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

🎼 ოფიციალურად დადასტურდა, რომ უახლოეს მომავალში გაფორმდება სამმხრივი მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც ანსამბლი „რუსთავი“ რუსთავის კულტურის სახლში დაიდებს ბინას – შენობაში, რომლის რეაბილიტაციაც წლის ბოლომდე დასრულდება.

⚽ დასასრულს, 22:45 საათზე, რუსთავის მთავარ მოედანზე გაიმართება საქართველოსა და თურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია დიდ ეკრანზე, სადაც ქალაქის მოსახლეობა ნაკრებს ერთად უგულშემატკივრებს.

🟦 „რუსთავქალაქობა“ ტრადიციულად ყოველ შემოდგომაზე აღინიშნება და რუსთაველებისთვის ერთ-ერთი გამორჩეული კულტურულ-საზოგადოებრივი ღონისძიებაა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading