რუსთავში მრავალშვილიან დედებთან შეხვედრა გაიმართა

ქალთა დღესასწაულებთან დაკავშირებით, რუსთავის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო-ს ინიციატივით და იურიდიული დახმარების სამსახური-ს მხარდაჭერით, მრავალშვილიან დედებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე განიხილეს ქალთა უფლებები და ოჯახში ძალადობის პრევენციის საკანონმდებლო მექანიზმები, ასევე ყურადღება გამახვილდა უფასო სამართლებრივ სერვისებზე. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

რუსთავის მედიათეკა-ში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საბჭოს თავმჯდომარე მარინა ლიპარტელიანი, საბჭოს წევრები, იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი დავით სიმონია და რუსთავის ბიუროს წარმომადგენლები.

მუნიციპალური საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში მსგავსი თემატური შეხვედრები ეტაპობრივად გაგრძელდება.

კომენტარის დატოვება

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading