რუსთავში კონკურს-ფესტივალი „ქართული-2026“ გაიხსნა

რუსთავის ცენტრალურ პარკში მოწყობილ საფესტივალო სივრცეში კონკურს-ფესტივალი „ქართული-2026“ საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი დაესწრნენ.

წლევანდელი ფესტივალი ქრისტიანობის 1700 წლისთავსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ღვაწლს ეძღვნება. გახსნის ღონისძიებაზე სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი პერფორმანსით ანსამბლები „თუთარჩელა“, „მე რუსთველი“, „შავნაბადა“ და „ჯავარი“ წარდგნენ, საღამო კი კახაბერისა და ხანუმების შოუ-პროგრამით დასრულდა.

ფესტივალი 20 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და საქართველოს სხვადასხვა კუთხესთან ერთად უცხოეთში მოქმედ ქართულ დიასპორებსაც გააერთიანებს. „ქართული“ რუსთავში უკვე მესამედ იმართება და ქალაქის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენად მიიჩნევა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading