რუსთავში კიდევ ორი ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

პროექტების მიზანი ქალაქის შიდა უბნების კეთილმოწყობა და მოქალაქეებისთვის თანამედროვე, მრავალფუნქციური გარემოს შექმნაა

რუსთავში ორი ახალი შიდა საუბნო რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით შერჩეულ მისამართებზე — ნიკოლაძის ქუჩასა და მე-8 მიკრორაიონში — ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დღეს ჩაეყარა საფუძველი. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სპორტული და საბავშვო ზონები, საფეხმავლო ბილიკები, საპარკინგე ადგილები, გარე განათება და განხორციელდება გამწვანება.

სარეაბილიტაციო სივრცის საერთო ფართობი 5600 კვადრატული მეტრია. პროექტის დაწყებამდე მოსახლეობასთან პრეზენტაცია გამართეს რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, პარლამენტის წევრმა ირაკლი შატაკიშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.

  • სამუშაოების დაწყებამდე, პროექტი, მოსახლეობას, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატთან ირაკლი შატაკიშვილთან და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებთან ერთად გააცნო.

,,მულტიფუნქციური საზოგადოებრივი სივრცე გაკეთდება მე-8 მიკრორაიონის N5 და N5ა საცხოვრებელი კორპუსების შიდა ეზოშიც.

ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ორივე მისამართზე დღეს დაიწყება.-ნათქვამია განცხადებაში,რომელსაც რუსთავის მერია ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading