რუსთავში კიდევ ერთი ქუჩის საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე რეაბილიტაცია მიმდინარეობს N4 და N5 კორპუსებში.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება:

  • ფასადების თბოიზოლაციური მასალით შეფუთვა, რაც უზრუნველყოფს საცხოვრებელი კორპუსების ენერგოეფექტურობას;
  • მეტალოპლასტმასის ახალი ფანჯრების მოწყობა;
  • აივნების სრული განახლება.

პროექტის საერთო ღირებულება შეადგენს 2 498 787 ლარს და ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რუსთავში, გამაგრება-რეაბილიტაცია ჩაუტარდა 78 კორპუსს. ამჟამად რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს რუსთაველის ქუჩაზეც.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading