რუსთავში, კიდევ ერთი ახალი შიდა საუბნო რეკრეაციული სივრცე გაიხსნა
ვაჟა ფშაველას სახელობის ქუჩაზე, ახალ საზოგადოებრივ სივრცეში, მწვანე ზონები, განათების ახალი ქსელი, საფეხმავლო ბილიკები და საბავშვო ატრაქციონები მოეწყო.
ახალი შიდა საუბნო სკვერი, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატთან ირაკლი შატაკიშვილთან და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად დაათვალიერა.
ახალ რეკრეაციაში, რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი ქანდაკება, რუსთაველი სკულპტორის კობა გოგოლაძის სტელა – ,,რუსთავის ისტორია“ განთავსდა.
მწვანე სივრცეების მოწყობა, მიმდინარე წლის ბიუჯეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
2025 წელს, რუსთავში შიდა გზების, ეზოების და შიდა საუბნო სივრცეების მოწყობაზე, ჯამში 11 596 983 ლარია განსაზღვრული.
რუსთავის მერია / Rustavi City Hall




