რუსთავში, თბილისსა და თელავში ჰაერი ყველაზე დაბინძურებულია

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე 9 იანვარს გამოქვეყნებული  ინფორმაციის თანახმად,თანახმად, ამ დროისთვის ჰაერი ყველაზე დაბინძურებული რუსთავში და თბილისშია.

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე განთავსებულმა სადგურმა 16:00 საათზე PM10-ის შემცველობა 128.54 მკგ/მდააფიქსირა, PM2.5-ისა კი — 36.44 მკგ/მ3.

თბილისში დაბინძურება ფიქსირდება აღმაშენებლის გამზ., №73ა  PM2. 5-ის მაჩვენებელი 63.25 მკგ/მ3.

აღნიშნულ მცირე ნაწილაკებს რამდენიმე წყარო აქვს ესაა: სამშენებლო პროცესები, ღია გრუნტი, შეშის ღუმელები, დიზელის ძრავები, ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტრო სადგურები, მრეწველობის სექტორი, ქარის მიერ მიმოფანტული მტვერი. ასევე, ე.წ. მეორადი მყარი ნაწილაკები.

თელავში ატმოსფერული ჰაერი შედარებით ნაკლებადაა დაბინძურებული, მაგრამ სკალაზე “ცუდ” ნიშნულზეა. იქ PM10-ის კონცენტრაცია 52.15 მკგ/მ3-ია.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading