რუსთავში დევნილი ოჯახებისთვის თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
რუსთავში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება.
➡️ 4 ახალ კორპუსში 800 დევნილი ოჯახი მიიღებს სრულად გარემონტებულ ბინებს.
🌳 საცხოვრებელი გარემო მოიცავს:
- სტადიონს
- ბავშვთა გასართობ მოედანს
- სავარჯიშო სივრცეებს
💰 მშენებლობა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მისი ღირებულება შეადგენს 80 971 596 ლარს.
📋 დევნილთა სააგენტომ უკვე დაიწყო განსახლებაზე განაცხადების შეფასების პროცესი. თითოეულ ოჯახს წინასწარი ქულა მიენიჭება წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. განსახლება რუსთავში 2026 წელს იგეგმება.
👥 მშენებლობის პროცესს გაეცნენ:
- გიორგი ცაგარეიშვილი — ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
- დავით კაიკაციშვილი — დევნილთა სააგენტოს დირექტორი
🏠 მიმდინარე წელს უკვე 1 614 დევნილი ოჯახი მიიღებს სრულად გარემონტებულ ბინას, მათ შორის 762 ოჯახი თბილისში.
📍 პარალელურად, საცხოვრებელი კომპლექსები შენდება თბილისში, ზუგდიდსა და ბორჯომშიც.