რუსთავში ახალგაზრდული პროექტი „მართე შენი ქალაქი“ წარმატებით დასრულდა – 400-ზე მონაწილე, 60 დასაქმებული!

რუსთავის მერიაში ახალგაზრდული პროექტი „მართე შენი ქალაქი“ კიდევ ერთი ეტაპით დასრულდა. პროექტი, რომელიც სტუდენტების სტაჟირების გარდა მათ დასაქმებასაც ითვალისწინებს, უკვე 400-ზე მეტ ადგილობრივ ახალგაზრდას მოიცავს.

სტაჟირების პერიოდში მონაწილეები მერიის საქმიანობის ყველა სფეროს ეცნობიან. „მართე შენი ქალაქი“ რუსთავის მერიის ახალგაზრდული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პროგრამაა, რომლის დახმარებით მერიის სხვადასხვა სამსახურში უკვე 60-მდე ახალგაზრდაა დასაქმებული.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading