რუსთავის სპორტის სასახლე კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოვლენას უმასპინძლებს

,,ლეგენდარული ძიუდოისტი შოჰეი ონო ჩვენს ახალგაზრდა სპორტსმენებს ჩაუტარებს მასტერკლასს. დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა მათთვის იქნება დიდი მოტივაცია, რომ გააგრძელონ სპორტული კარიერა და ძალიან ბევრი გამარჯვება მოიპოვონ”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ორგზის ოლიმპიურმა და სამგზის მსოფლიო ჩემპიონმა, რუსთავის სპორტის მუზეუმს ხელმოწერილი კიმონო დაუტოვა.
შოჰეი ონოს მასტერკლასი, რუსთავის სპორტის სასახლეში, 24 მარტს, 14:00 საათიდან დაიწყება. მასტერკლასი უფასოა და მასზე დასწრება, საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენელ სპორტსმენებს შეუძლიათ.

„საქართველოში ბევრი მეგობარი მყავს და ვიცი ამ ქვეყნის კავშირის შესახებ ძიუდოსთან. ჩემთვის საინტერესოა ძიუდოს ქართული სტილი, დიდი ხანია მინდოდა აქ ჩამოსვლა. ვფიქრობ, რომ საინტერესო და ხალისიანი დღე გველოდება”, – განაცხადა შოჰეი ონომ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading