რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიამ მორიგი სხდომა გამართა
კომისიის წევრებმა თავმჯდომარის ამირან ჯანჯღავას ხელმძღვანელობით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესახებ იმსჯელეს.
საკრებულოს იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის მაკა პაქსაშვილის მიერ წარმოდგენილი დადგენილების პროექტის მიხედვით, ძალადაკარგულად გამოცხადდა საკრებულოში მოქმედი „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს” დებულება და შეიქმნა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო. კომისიის წევრებმა ასევე განიხილეს საბჭოს დებულება, ფუნქცია და მოვალეობები.
საკრებულოს სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის რიგით 38-ე სხდომას არ ესწრებოდნენ ფრაქციების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „რუსთავი საქართველოსთვის“ წევრები.




