,,რუსთავის მერიის გუნდი აქტიურად აგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ პროფესიული განათლება უფრო მეტად იყოს წახალისებული”-ნინო ლაცაბიძე

რუსთავის მერია 2025 წლიდან, პროფესიული სწავლების და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით, კიდევ ერთ ახალ პაკეტს სთავაზობს რუსთაველებს.

„სახელმწიფოსთან ერთად, რუსთავის მერიის გუნდი აქტიურად აგრძელებს მუშაობას, იმისთვის, რომ პროფესიული განათლება უფრო მეტად იყოს წახალისებული. 2025 წლიდან ვაფართოებთ პროგრამას, რომელიც 2024 წელს დავიწყეთ და პროფესიულ კოლეჯ „მოდუსში” ემატება ინკლუზიური განათლების სპეციალობა. ეს ორმხრივად ეფექტური და შედეგიანი იქნება, როგორც ბავშვებისთვის, რომელთაც კიდევ უფრო კვალიფიციური თანამშრომლები მოემსახურებიან, ასევე ქალაში გაჩნდება იმ ახალი პროფესიის რესურსი, რომელიც საკმაოდ დეფიციტურია“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

პროგრამაში, პრიორიტეტულ სასწავლო დისციპლინებად ბაგა-ბაღების აღმზრდელის, მებაღეობის და ლიფტის ტექნიკოსის პროფესიები იყო მიჩნეული, კოლეჯ „მოდუსთან” მემორანდუმის ფარგლებში, აღნიშნულ სასწავლო პროგრამებში ჩართულ რუსთაველებს, მერია ყოველთვიურად, 100 ლარის ოდენობის სტიპენდიას უფინანსებდა, 2025 წლიდან კი სტიპენდია გაორმაგდება და პრიორიტეტულ სასწავლო პროგრამებს, „სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებთან მუშაობის“ პროგრამაც დაემატება.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading