ალეკ ბოლდუინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდა
ნიუ-მექსიკოს პროკურორმა ამერიკელი პროდიუსერისა და მსახიობის ალეკ ბოლდუინის წინააღმდეგ არაგანზრახ მკვლელობის ბრალდებით აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტა.
ადვოკატების თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება საბოლოო დადასტურებაა იმისა, რასაც ბოლდუინი და მისი ადვოკატები თავიდანვე ამბობდნენ, რომ ეს იყო საზარელი ტრაგედია, თუმცა მსახიობს დანაშაული არ ჩაუდენია.