,,რუსთავის მერია და მოსახლეობა, გამწვანების ერთობლივ აქციებს ვმართავთ”-ნინო ლაცაბიძე

რუსთავში, მაჩაბლის ქუჩაზე ახალ შიდა საუბნო სივრცეში, მოსახლეობამ და რუსთავის მერიამ გამწვანების ერთობლივი აქცია გამართეს.

რუსთავის მერიის ინფორმაციით – მოსახლეობასთან ერთად, სკვერის გამწვანებაში მონაწილეობა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატმა ირაკლი შატაკიშვილმა, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებმა და „რუსთავსერვის ცენტრის“ თანამშრომლებმა მიიღეს.

ამ პატარა რეკრეაციული სივრცის მოწყობა, ერთობლივად დავასრულეთ გამწვანების აქციით, რაც კარგი მაგალითია იმის, თუ როგორ შეგვიძლია ერთად, უბან-უბან, ეზო-ეზო შევცვალოთ და გავალამაზოთ ჩვენი ქალაქი.

მაჩაბლის N6-ში საცხოვრებელ კორპუსის ეზოში მოწყობილ საზოგადოებრივ სივრცეში გაკეთდა დასასვენებელი სივრცეები და ფანჩატურები, დაიგო მწვანე ბალახი, მოეწყო განათება და დეკორატიული ფილები, დაირგა რამდენიმე ათეული ხე-მცენარის ნერგი. მაჩაბლის ქუჩაზე, „რუსთავსერვის ცენტრის“ სანერგე მეურნეობაში გამოყვანილი ნერგები დაირგა. ეს გამწვანების მეორე აქციაა, რომელიც რუსთავის მერიამ, მოსახლეობასთან ერთად, ბოლო პერიოდში გამართა. 30 მაისს, ერთობლივი ეკოაქცია, ხანძთელის ქუჩაზეც მოეწყო და ახლად რეაბილიტირებულ ქუჩაზე რუსთავის სანერგე მეურნეობაში გაზრდილი 200 ძირი ხე-მცენარე დაირგა

,,რუსთავში ცენტრალური ქუჩების პარალელურად, ჩვენ ვაგრძელებთ შიდა საუბნო სივრცეების მოწყობას. ეს ეზო გამორჩეულია იმით, რომ სამეზობლო იყო აქტიურად ჩართული სარეაბილიტაციო სამუშაოებში და მათი მოთხოვნა იყო მოძველებული ინფრასტრუქტურა, თანამედროვე სივრცით შეცვლილიყო. დღეს ამ რეკრეაციული სივრცის მოწყობა ერთობლივად დავასრულეთ გამწვანების აქციით. მაჩაბლის ქუჩის მწვანე სივრცე კარგი მაგალითია იმისა თუ როგორ შეგვიძლია მოქალაქეთა ჩართულობით ეზო-ეზო და უბან-უბან, მთელი ქალაქის შეცვლა და გალამაზება“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading