რუსთავის ბაგა-ბაღებში ჰუმანური პედაგოგიკის მეთოდოლოგია დაინერგა

პროექტი, რუსთავის მერიამ, ქალაქის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, შალვა ამონაშვილის აკადემიასთან თანამშრომლობით განახორციელა.

პროგრამის ფარგლებში, ჰუმანური პედაგოგიკის კურსი, ბაგა-ბაღების 700-მდე თანამშრომელმა მოისმინა და შესაბამისი სერთიფიკატიც მიიღო.

საგანმანათლებლო კურსი, 2023 წლის ოქტომბერში დაიწყო და დღეს დაიხურა.

პროექტის საგანმანათლებლო ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება, რუსთავის სპორტის სასახლეში გაიმართა, სადაც უკვე დასრულებული სასწავლო პროგრამის შესახებ პრეზენტაცია, პროფესორმა შალვა ამონაშვილმა ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა მშობლებსა და პედაგოგებს წარუდგინა.

პრეზენტაციას, რუსთავის პირველი მოადგილე კახა გურული, რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ეკატერინე ხუციშვილი, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრები და შალვა ამონაშვილის აკადემიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მიმდინარე წელს, რუსთავში 2 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა და ორის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

უსაფრთხო და თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობის პარალელურად, ხორციელდება პროექტი, რომელიც სააღმზრდელო პროცესს კიდევ უფრო კომფორტულს გახდის როგორც ბავშვებისთვის, ისე პედაგოგებისთვის.

რუსთავის მერია / Rustavi City Hall

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading