რუსეთმა ღამით უკრაინის მიმართულებით 112 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, მათგან 81 უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს
მედიის ცნობით, თავდასხმა განხორციელდა ხარკოვის, პოლტავის, სუმის, კიევის, ჩერკასის, კიროვოგრადის, ჟიტომირისა და ხმელნიცკის რეგიონებში.
თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.