რუსეთის არმიამ უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში მდებარე ქალაქ ნიკოპოლზე იერიში მიიტანა
რუსეთის არმიამ უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში მდებარე ქალაქ ნიკოპოლზე იერიში მიიტანა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ცენტრალური ბაზრის ტერიტორიას რუსული დრონი მოხვდა. დაშავებულია 8 ადამიანი, 7 მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოკუპანტის თავდასხმის გამო დაზიანდა ბაზრის ინფრასტრუქტურა.



