როდის უნდა დაითესოს ჯეჯილი და რა უნდა ვიცოდეთ,რომ რაც შეიძლება სწრაფად აბიბინდეს

ძველი ქრისტიანული ჩვეულების თანახმად, ხორბლის მარცვლები ბზობის კვირას უნდა დაითესოს, რათა მალე მომწიფდეს და სააღდგომოდ აღმოცენდეს – ახალი სიცოცხლისა და ქრისტეს აღდგომის სიმბოლოდ.

ამისათვის, რომ მალე გაღივდეს, ხორბალი ერთი ღამით თბილ წყალში მოვათავსოთ. მეორე დღეს წყალი გადავუქციოთ, მინის თავდახურულ ქილაში ჩავყაროთ და 24 საათით გავაჩეროთ. მესამე დღეს იმ ჭურჭელზე გადმოვყაროთ, რომელზეც ჯეჯილის ამოსვლა გსურთ. მარცვლის ფენა 1,5 სანტიმეტრი უნდა იყოს.

ამის შემდეგ ხორბალს ხშირად უნდა ვასხუროთ წყალი. ჯეჯილი ბევრად სწრაფი და ხასხასა იქნება, თუ 1 ჩაის ჭიქა წყალში 3 სუფრის კოვზ წყალბადის ზეჟანგს გახსნით და იმით დანამავთ.

გირჩევთ ჭურჭელი გამათბობელთან ან ფანჯრის რაფაზე მოათავსოთ, სადაც მას პირდაპირი მზის სხივები მოხვდება, რადგან სიცხე ზრდას აჩქარებს. ამის შემდეგ ხორბლის მორწყვა არ არის საჭირო, საკმარისია დღეში ერთხელ სპრეის ბოთლიდან წყალი შეასხუროთ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading