,,როგორ შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენო საკუთარ თავს და იკითხო, რომ მართლა ხომ არ ჩავა ყაველაშვილი კრემლში? შეიძლება ამას სერიოზულად უპასუხო?”-მამუკა მდინარაძე


„არ შეიძლება სერიოზულად უპასუხო კითხვას ჩავა თუ არა ყაველაშვილი 9 მაისს მოსკოვში. უკვე რაღაცა 0,1-ის დაშვებას მაინც სერიოზულად რომ პასუხობ – არა ნამდვილად არ ჩავა ყაველაშვილი 9 მაისს წითელ მოედანზე თუ რაღაცა – არ შეიძლება, იმდენად მარაზმია, იმდენად მდაბიოობაა და იმდენად რაღაცაზეა გათვლილი, არასურეალისტურ სისულელეზე, რომ არც კი უნდა უპასუხო ამას სერიოზულად. როგორ შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენო საკუთარ თავს და იკითხო, რომ მართლა ხომ არ ჩავა ყაველაშვილი კრემლში? შეიძლება ამას სერიოზულად უპასუხო? მე მგონია, რომ არ შეიძლება. მდაბიოობაა ამის მიზანი, არასერიოზულობის და მავნებლობის, ფსკერი მართლა ჩახიეს ამ ადამიანებმა, ამაზე რომ ბრიფინგს გააკეთებ დღევანდელ სიტუაციაში და სერიოზულად ილაპარაკებ ამაზე დღეს, თან 9 მაისს დაამთხვევ და იტყვი, რომ 9 მაისს ჩადის, აქ მითუმეტესაც აღარ არის, ეს არის ჯერ ერთი საკუთარი თავის უპატივცემულობის აბსოლუტური პიკი და მერე მეორე, ესე იგი ვიღაცები გგონია, რომ არიან ვინც ამას დაიჯერებენ. უდიდესი შეურაცხყოფაა რაღაცა სეგმენტის შენს საზოგადოებაში, რომელსაც შენ გგონია, რომ ეს სჯერა. ისე ხომ არ ჩაატარებდა ამ ბრიფინგს. ვთქვათ გონია, რომ დაიჯერებს 10% – 10%-ზე გაქვს საშინელი წარმოდგენა ამას ნიშნავს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading