,,როგორი იქნება უსაფრთხოება, დღეს კითხვის ნიშანი დგას მთლიანად ევროპის უსაფრთხოების გარანტიებზე. სად არის ევროპის უსაფრთხოების გარანტიები, ის ტრადიციული უსაფრთხოების ქოლგა, რომელიც შექმნილია, ისევ და ისევ ვალიდური? როგორი იქნება ხვალ ეს ყველაფერი?”-მაკა ბოჭორიშვილი
„პირველ რიგში ამ უსაფრთხოების გარანტიები არის სწორედ ხელისუფლების კეთილგონიერებაში და პასუხისმგებლობაც, რა თქმა უნდა ხელისუფლების არის პირველ რიგში, როდესაც ქვეყნის უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ. ზოგადად თუ უფრო ფართო სურათს შევხედავთ, თუ რა ხდება რეგიონში, როგორი იქნება უსაფრთხოება, დღეს კითხვის ნიშანი დგას მთლიანად ევროპის უსაფრთხოების გარანტიებზე. სად არის ევროპის უსაფრთხოების გარანტიები, ის ტრადიციული უსაფრთხოების ქოლგა, რომელიც შექმნილია, ისევ და ისევ ვალიდური? როგორი იქნება ხვალ ეს ყველაფერი?
დღეს მოვისმინეთ ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებაც, რომ ევროპის უსაფრთხოებაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი. ეს დიალოგი, ეს იდეები ძალიან დიდი ხანია, არსებობს, რომ ევროპას თავისი უსაფრთხოების ჩარჩო უნდა ჰქონდეს, თავისი უსაფრთხოების მიმართულება. ეს მაინცდამაინც დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა ხოლმე წლების განმავლობაში, როდესაც საუბარი იყო ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ქოლგის გახლეჩასა და ევროპული ქოლგის შექმნაზე ამერიკის შეერთებული შტატებისგან დამოუკიდებლად.
დღეს კიდევ წამოჭრა ეს საკითხი, ალბათ კიდევ მოუწევთ ამ თემებზე საუბარი, აქ არის საინტერესო განვითარებები. ჩვენ გვქონდა საუბარი, მათ შორის გასულ კვირას ვიმყოფებოდი თურქეთში – ჩემს თურქ კოლეგასთან, როგორ ხედავენ ისინი ევროპის უსაფრთხოებას. საკმაოდ მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი ძალაა თურქეთი. თუმცა, ეს არის ალბათ ძალიან გრძელვადიანი პროცესი, რომელიც უნდა გაიაროს ევროპამ და ევროპასაც უნდა ჰქონდეს ბოლოს და ბოლოს გარკვეული სტრატეგია, სად არის გამოწვევები და რა გამოწვევას როგორ უპასუხებს? ეს კითხვის ნიშანი პირველად არ დგას ევროპის წინაშე. ამ დიდ სურათში ჩვენ უნდა გვქონდეს თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან, მაგრამ ეს არის კითხვის ნიშანი, რომელიც მხოლოდ საქართველოს არ ეხება და მთლიანად ევროპულ უსაფრთხოებას ეხება“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ევროპაში მიმდინარე პროცესების შეფასებისას გადაცემაში „იმედი LIVE“.