რეგისტრაცია დაიწყო – ბენეფიციარებს ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში ჩასართავად 11 აგვისტომდე აქვთ ვადა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაიწყო რეგისტრაცია ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად. პროცედურა 4 აგვისტოდან 11 აგვისტომდე გრძელდება.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რეგისტრაციის პროცესი მაქსიმალურად მარტივად არის ორგანიზებული. 15 აგვისტიდან, პროგრამაში ჩართვის შემდეგ, ბენეფიციარებისთვის მომსახურება სრულიად უფასო გახდება.

რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ, ასევე – სამუშაო დღეებში, 15:00-დან 18:00 საათამდე, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში ან მის ტერიტორიულ განყოფილებებში.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 032 230 10 53.

  • 👉 ოპიოიდური ჩანაცვლებითი მკურნალობა გულისხმობს – პაციენტს დანიშნულებრივად ეძლევა ლეგალური, კონტროლირებადი მედიკამენტი (მაგ. მეთადონი ან ბუპრენორფინი), რომელიც ხელს უწყობს დამოკიდებულების დაძლევას და ნარკოტიკზე უარის თქმას.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading