რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეორგანიზაციის შესახებ ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად წარადგინა.


ცვლილებების თანახმად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეორგანიზება და მის ბაზაზე ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყების – საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს და საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩამოყალიბება იგეგმება.


მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს ის ცვლილებები გააცნო, რომელიც პროექტმა პირველი მოსმენით მიღების შემდეგ განიცადა. კერძოდ, რეგიონული განვითარების სამინისტროში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი და მთიანი რეგიონების სტრატეგიული განვითარების საკოორდინაციო საბჭო გაერთიანდება.


კომიტეტის წევრებმა კანონპროექტის და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტის მეორე მოსმენით მიღებას მხარი დაუჭირეს.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading