რეაბილიტირებული სკოლა სოფელ ზემო ალვანში
ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ალვანის მე-2 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში, 400 მოსწავლეზე გათვლილ საჯარო სკოლაში, საგანმანათლებლო სივრცეების პარალელურად მოეწყო საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი, საკონფერენციო და სააქტო დარბაზები, ღია და დახურული სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები.
სკოლა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. მოწყობილია ლიფტები, პანდუსები და ადაპტირებული სველი წერტილები. სკოლა უზრუნველყოფილია კომპიუტერული ქსელებით, სახანძრო უსაფრთხოებისა და გათბობის ახალი სისტემებით.
სოფელ ზემო ალვანის ახლადრეაბილიტირებული საგანმანათლებლო სივრცეებით ამჟამად 225 მოსწავლე და 36 თანამშრომელი სარგებლობს.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანის მე-2 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის და შესაბამისი სასწავლო რესურსით აღჭურვის პროექტი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოში მიმდინარე მშენებლობა/რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტის ფარგლებში განხორციელდა და მისი ჯამური ღირებულება 4 000 000 ლარამდეა.
