რა უნდა იცოდე თუ ხართ ფერმერი?
სემეკმა საირიგაციო წყლის მიწოდების წესები დაამტკიცა, რომელიც წყლის რესურსების რაციონალურად განაწილებას უზრუნველყოფს. წესების თანახმად, ფერმერს უფლება აქვს საირიგაციო წყალი მოიხმაროს:
• შეთანხმებულ პერიოდში;
• შეთანხმებული მოცულობით.
წესების დარღვევის შემთხვევაში, ფერმერებს დაერიცხებათ უკანონო მოხმარებულ მოცულობაზე და დაჯარიმდებიან ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.
საირიგაციო წყლის მიწოდების წესების შესაძლო დარღვევის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ სემეკს იუსტიციის სახლის ნებისმიერი ფილიალის საშუალებით.