რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

მთელი ღამის განმავლობაში რუსეთი უკრაინის ტერიტორიებს დრონებით, ავიაციითა და არტილერიით უტევდა. საბრძოლო მოქმედებები განსაკუთრებით აქტიურია ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებში, პოლტავის მიმართულებით და სუმის ოლქში.

გუშინ გავრცელდა ცნობა, რომ 14 და 15 დეკემბერს რუსეთის კურსკის ოლქის რამდენიმე სოფელში ჩრდილოეთ კორეის არმიის ქვედანაყოფებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს. საუბარია, მინიმუმ 30 დაღუპულ და დაჭრილ ჯარისკაცზე.

ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, არ არსებობს არცერთი მიზეზი იმისთვის, რომ ამ ომში ჩრდილოკორეელებიც იღუპებოდნენ. ამასთან, ზელენსკი აცხადებს, რომ წინასწარი ცნობებით, რუსები ჩრდილოკორეელების დანაკარგის დამალვას ცდილობენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading