პროკურატურამ შვიდი პირი ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე დააკავა
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს, რეალური მოძალადი გამორიცხეს და დანაშაული უდანაშაულო პირის ჩარევით „შეასაღეს“.
შვიდი პირი დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად. მათ ბრალდება 25-370-ე და 370-ე მუხლებით წარედგინათ, რაც 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.