,,პრემიერ-მინისტრმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს რეგიონული მართვის მიმართულებით მენეჯმენტი”-მამუკა მდინარაძე

„იცით, რომ ბატონ გრიგოლს (ლილუაშვილს) ეწურებოდა რამდენიმე თვეში ვადა. მეორედ მისი არჩევა კანონის მიხედვით შეუძლებელი იყო, ამიტომ პრემიერ-მინისტრმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს რეგიონული მართვის მიმართულებით მენეჯმენტი, კონტროლი. თქვენ იცით, რომ ამბიციური გეგმები გვაქვს გაცხადებული იმასთან დაკავშირებით, მსოფლიოში ერთ-ერთი პირველები უნდა ვიყოთ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ამ გეგმების თანმიმდევრული მიყოლა და მენეჯმენტი გამართლებულია სწორედ ამ გადაწყვეტილებით. სამ უმნიშვნელოვანეს და საკვანძო თანამდებობას დაიკავებენ ის ადამიანები, რომლებიც დარწმუნებული ვარ, რომ კონკრეტული მიმართულებით წარმატებებს მიაღწევენ, რადგან მათი ბექგრაუნდი, წარსული საქმიანობა ამაზე მეტყველებს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading