პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იუსტიციის ახალი მინისტრი ანრი ოხანაშვილი წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იუსტიციის ახალი მინისტრი ანრი ოხანაშვილი სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა.

იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ანრი ოხანაშვილის პროფესიულ გამოცდილებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ის მაღალი კვალიფიკაციის მქონე იურისტია.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ანრი ოხანაშვილი წლების განმავლობაში წარმატებით საქმიანობდა არაერთი მიმართულებით და იქნება წარმატებული იუსტიციის მინისტრი.

ირაკლი კობახიძემ იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობისთვის რატი ბრეგაძეს მადლობა გადაუხადა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading