პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოსტი, რომელიც მან საკუთარ პლატფორმა Truth Social-ზე გაავრცელა

“ასადი აღარ არის. ქვეყნიდან გაიქცა. მისი მფარველი რუსეთი, რუსეთი ვლადიმირ პუტინის მეთაურობით, აღარ იყო დაინტერესებული მისი დაცვით. პირველ რიგში, რუსეთის იქ ყოფნას არანაირი მიზეზიც არ ჰქონდა. მათ უკრაინის გამო ყველანაირი ინტერესი დაკარგეს სირიაში, სადაც 600 000-მდე რუსი ჯარისკაცი დაჭრილი ან დაღუპული წევს; ომში, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო, და [რომელიც] შეიძლება სამუდამოდ გაგრძელდეს

რუსეთი და ირანი ახლა დასუსტებულები არიან, პირველი, უკრაინისა და ცუდი ეკონომიკის გამო, მეორე ისრაელისა და მისი წარმატებული ბრძოლის გამო. აგრეთვე, ზელენსკისა და უკრაინას სურს, შეთანხმების მიღწევა და ამ სიგიჟის შეჩერება. მათ აღმაშფოთებლად დაკარგეს 400 000 სამხედრო, და კიდევ მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. უნდა იყოს მყისიერი ცეცხლის შეწყვეტა და დაიწყოს მოლაპარაკებები. ძალიან ბევრი სიცოცხლე უაზროდ იკარგება, ზედმეტად ბევრი ოჯახი ინგრევა, და თუ ასე გაგრძელდება, ეს შეიძლება უფრო დიდ და ბევრად უარეს რაღაცაში გადაიზარდოს. მე ვლადიმირს კარგად ვიცნობ. ახლა მოქმედების დროა. ჩინეთს დახმარება შეუძლია. მსოფლიო მოლოდინშია!”

– წერს აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პოსტში, რომელიც მან საკუთარ პლატფორმა Truth Social-ზე გაავრცელა

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading