დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა 31 მარტს წუთიერი დუმილით გაიხსნა – წევრებმა პატივი მიაგეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ხსოვნას
სხდომაზე განიხილეს და იმსჯელეს არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის:
- 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა
- უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის განახლება
- სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის ცვლილება
- სოციალური ქვეპროგრამების კორექტირება
- მერიის მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ანგარიშის განხილვა
ასევე, საკრებულომ იმსჯელა ქონებრივი საკითხების შესახებ – იჯარის ხელშეკრულებების ცვლილებებსა და სხვადასხვა პროექტების დაფინანსების ნუსხის კორექტირებაზე.
სხდომის ფარგლებში მოისმინეს საკრებულოს თავმჯდომარის, პაატა ყულიაშვილი-ს 2025 წლის საქმიანობის ანგარიშიც.
მიღებული გადაწყვეტილებები მუნიციპალიტეტის ფინანსური, სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებების ეფექტიან მართვას ემსახურება.