პრეზიდენტის სასახლეში საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ ალი ქაან ორბაის ვუმასპინძლე- მიხეილ ყაველაშვილი

,,ვისაუბრეთ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობისა და მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით.

განვიხილეთ სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები და საქართველოსა და თურქეთის მნიშვნელოვანი როლი რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობის პროცესში.

ბატონ ალი ქაან ორბაის მადლობა გადავუხადე თურქეთის რესპუბლიკის ურყევი მხარდაჭერისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.”- ნათქვამია განცხადებაში,რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading