პოლონეთის ქალაქ ლუბლინში ევროკავშირის ახალგაზრდული კონფერენცია გაიმართა, სადაც ახალგაზრდობის სააგენტომ დელეგატები – ელზა შამათავა, თეკლა თიკანაშვილი და ნინო ჯაფარიძე წარადგინა

ევროკავშირის ახალგაზრდული კონფერენციის მიზნებია:

ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

ევროკავშირისა და ახალგაზრდების კავშირის გაძლიერება – საერთო ღირებულებებსა და დემოკრატიაზე დაფუძნებული ერთიანობის შექმნა;

ახალგაზრდული პოლიტიკის გაუმჯობესება და ევროკავშირის ახალგაზრდული სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობა.

ახალგაზრდა დელეგატებმა მონაწილეობა მიიღეს სხდომებსა და სამუშაო შეხვედრებში, სადაც განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ევროკავშირი და უსაფრთხოება, ციფრული სამყარო, ახალგაზრდული დიალოგი და სხვა.

კონფერენცია, რომელსაც 40 ქვეყნიდან 300-მდე ახალგაზრდა ესწრებოდა, ევროპის ახალგაზრდული დიალოგის XI ციკლის ფარგლებში ჩატარდა.

ახალგაზრდობის სააგენტო • Youth Agency

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading