პოლიციამ აჭარაში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჩინეთის მოქალაქე 1988 წელს დაბადებული ს.ფ.პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს, ბათუმში მდებარე მასაჟის სალონში ფართს გარკვეული თანხის სანაცვლოდ, პროსტიტუციისთვის სისტემატურად გადასცემდა.

პოლიციამ ს.ფ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით მიმდინარეობს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading