,,პირველ რიგში, გიორგი გახარიას საქართველოს ღალატისთვის მოხვდა” – გურამ მაჭარაშვილი

“პირველ რიგში, გიორგი გახარიას საქართველოს ღალატისთვის მოხვდა. მოხვდა იმას ნიშნავს, რომ რაც დავინახეთ, მოხვდა. რომ მოხვდა, იმიტომ დაეცა, ხომ? პირველმა გახარიამ დაარტყა, რაზეც არის სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმისთვის სისხლის სამართლის საქმე რომ არსებობს, ამაზე კითხვები არ გაქვთ?

გიორგი გახარია ნაცვლად იმისა, რომ თავჩაწეული დადიოდეს საქართველოში, გაბედა და აქეთ პირიქით ფიზიკურად თავს დაესხა სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირს, პარლამენტის წევრს, დიმიტრი სამხარაძეს.

შესაბამისად გიორგი გახარიას მოხვდა დიმიტრი სამხარაძის ხელის სახით საქართველოს სახელმწიფოს ღალატისთვის, პირველ რიგში, თავისი გუნდის გადაგდებისთვის, პოლიციელების შეურაცხყოფისთვის, როდესაც დაუდგა მხარში იმ ადამიანს, რომელმაც სილა გაარტყა პოლიციელს”.-ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში “ხალხის ძალის” წევრმა პარლამენტის დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading