„პეტრას ციხეზე“, ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

პროგრამის ფარგლებში მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გაიმართა საზეიმო კონცერტი.

ღონისძიებას, რომელიც გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა, ესწრებოდნენ აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილეები – ლადო მგალობლიშვილი, ბადრი ნაკაშიძე, ზაურ ახვლედიანი, კულტურის სამინისტროს სხვა წარმომადგენლები, თურქეთის გენერალური კონსული ქალაქ ბათუმში ადნან ალთაი ალთინორი და მოწვეული სტუმრები.

საზეიმო ღონისძიება აჭარის კულტურის სამინისტროს სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading