პენტაგონმა სამხედრო შენაერთების მეთაურებს დაავალა, 21 მაისიდან ბიბლიოთეკებიდან გენდერული თანასწორობის თემატიკის წიგნები ამოიღონ
განკარგულება წერილობითი სახით თავდაცვის მდივნის მოადგილემ ტიმოთი დილმა გასცა. მეთაურებთან მიმოწერაში ნათქვამია, რომ გენდერული კონცეფციისა და იდეოლოგის მატარებელი ლიტერატურა ამერიკის თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკას და ინტერესებს არ შეესაბამება.
ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
