პენსიის გაცემის პროცედურა შეიცვალა – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ცვლილების მიხედვით, პენსიის გაცემის პროცესში შემოღებული შეჩერება მოხდება მხოლოდ მაშინ, თუ არ დაემთხვევა პირადი ნომერი, დაბადების წელი და თვე.
ამასთან, სოციალური მომსახურების სააგენტო დაეყრდნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებს, რაც საშუალებას მისცემს ყოველთვიურად 1000-მდე პენსიონერს პენსია შეფერხების და დამატებითი ვიზიტების გარეშე მიიღოს.