პარლამენტში საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს
პარლამენტში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია ირჩევს.
ცესკოს წარმომადგენელი ანბანური პრინციპით აცხადებს საარჩევნო კოლეგიის წევრებს. თითოეულ მათგანს მისთვის განკუთვნილი საარჩევნო ბიულეტენი გადაეცემა. არჩევანის დაფიქსირების შემდეგ, ისინი ბიულეტენებს სხდომათა დარბაზში განთავსებულ საარჩევნო ყუთში ათავსებენ.
კენჭისყრა 14:00 საათამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც ცესკო არჩევნების შედეგებს შეაჯამებს.
საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტი თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებს.