პარლამენტმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეორგანიზაციის შესახებ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ცვლილებები მესამე მოსმენით, 82 ხმით მიიღო.

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთა პაკეტი პლენარულ სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა.

ცვლილებების თანახმად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნება რეგიონული განვითარების სამინისტრო და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.


კანონის პროექტით აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები წესრიგდება.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading