პარლამენტმა ნდობის ჯგუფის შემადგენლობა ცნობად მიიღო
პარლამენტმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან არსებული ნდობის ჯგუფის შემადგენლობა ცნობად მიიღო. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ნდობის ჯგუფის შემადგელობაში არიან: ალექსანდრე ტაბატაძე, არჩილ გორდულაძე, თენგიზ შარმანაშვილი და ვიქტორ ჯაფარიძე.
ნდობის ჯგუფს უხელმძღვანელებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.