პარლამენტმა, მერიამ,მთავრობის ადმინისტრაციამ და სამინისტროების შენობებმა შესაძლოა არსენალის მთაზე გადაინაცვლონ
BMG წერს, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის ბაზრის მოკვლევის დოკუმენტის თანახმად, შესაძლოა პარლამენტის, თბილისის მერიის, მთავრობის ადმინისტრაციისა და სამინისტროს შენობები არსენალის მთაზე განთავსდეს.
🔹 პროექტის ფარგლებში იგეგმება 282,750 კვ.მ ახალი საოფისე და ადმინისტრაციული ნაგებობის აშენება.
🔹 ღონისძიებების გასამართად მინიმუმ 10,000 კვ.მ მისაღები სივრცე მოეწყობა.
🔹 ყველაზე დიდი შენობა იქნება თბილისის მერია – 59,900 კვ.მ ფართობით.
🔹 პარლამენტისთვის გათვალისწინებულია 31,350 კვ.მ საოფისე შენობა.
პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურის გაერთიანებისა და სივრცეების თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოებისთვის.