პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ანგარიში წარადგინა და სამოქმედო გეგმის თაობაზე ისაუბრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ანგარიში წარადგინა და სამოქმედო გეგმის თაობაზე ისაუბრა.


პლენარულ სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მეათე მოწვევის პარლამენტის მიერ განვლილი ოთხი წელი აღსავსე იყო წინააღმდეგობებით, უცხო გავლენებითა და შიდა საქმეებში ჩარევით, დესტრუქციული ჯგუფების მიერ სახელმწიფოს საფუძვლების რყევით, თუმცა, სწორედ ამ რთულ დროს გამოჩნდა ქართველი ხალხის ერთგულება, სიბრძნე და ნდობა.


შალვა პაპუაშვილმა ასევე აქცენტი გააკეთა შიდაპოლიტიკურ და ქვეყნის გარეთ არსებულ ვითარებაზე.


როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მეათე მოწვევის პარლამენტი იქცა შემობრუნების წერტილად.


„დღეს ჩვენ ვაგრძელებთ დაწყებულ საქმეს და ქვეყნის ინტერესების შემდგომ მსახურებას. ქვეყნის გამთლიანება და თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობა არის ჩვენი ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანა, ყველა სხვა მიზანი, განზრახვა და მისწრაფება ამ ორი საზომით გაიზომება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშს საკანონმდებლო ორგანოში ესწრებოდნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კონსტიტუციური ორგანოების, მთავრობის, ავტონომიური რესპუბლიკების, მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading