პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გასვლით სხდომაზე, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ ბააკაშვილმა სააგენტოს 2024 წლის პროგრამის ანგარიში და 2025 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა

თემატურ მიმართულებებზე საუბრისას მან ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერების ხელშეწყობა, ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერა, მონაწილეობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება, ახალგაზრდული ფესტივალების განხორციელების ხელშეწყობა, ახალგაზრდული მუშაკის პროფესიის დანერგვა და მხარდაჭერა, ახალგაზრდული ბანაკების განხორციელების ხელშეწყობა, ახალგაზრდული ცენტრებისა და სივრცეების განვითარების მხარდაჭერა.

მოხსენების დასრულების შემდეგ ვახტანგ ბააკაშვილმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

სხდომის ბოლოს ანგარიში პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ შეაფასა, ახალგაზრდობის სააგენტოს გუნდს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

ახალგაზრდობის სააგენტო • Youth Agency

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading