პარლამენტის ბიურომ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე იმსჯელა

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილეს.

პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელებს. პროექტით ზუსტდება და იცვლება სხვადასხვა საკითხი.

ახალი საკანონმდებლო ინიციატივები ასევე შეეხება: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ ორგანულ კანონში, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში და „ბავშვთა უფლებათა კოდექსში“ ცვლილებებს.

ბიუროს სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი უძღვებოდა, ასევე განიხილეს საორგანიზაციო საკითხები. კერძოდ, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა ირაკლი ბერაიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე და პარლამენტის დადგენილების პროექტი.

ბიუროს წევრები ასევე გაეცნენ პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის წარდგინებას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 4 წევრის თანამდებობაზე ასარჩევად გიორგი ძაგანიას, გიორგი ჭიქაბერიძის, დიმიტრი ჯავახაძისა და გიორგი ჯავახიშვილის კანდიდატურების წარდგენის შესახებ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading