პარიზის სასამართლომ მარინ ლე პენს ოთხწლიანი თავისუფლების აღკვეთა და 2027 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვა მიუსაჯა

„სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მარინ ლე პენს მიესაჯოს ოთხწლიანი პატიმრობა, საიდანაც ორი წელი პირობითია, ხოლო დარჩენილი ორი წლის შემსუბუქებულად მოხდაც შესაძლებელია. ასევე, მას აეკრძალება სახელმწიფო ორგანოებში არჩევა ხუთი წლის განმავლობაში“, – განაცხადა მოსამართლე ბენედიქტ დე პერტუიმ.

შესაბამისად, ლე პენი ციხეში არ წავა და სასჯელს შინაპატიმრობაში, ელექტრონული სამაჯურით მოიხდის. მას ასევე დაეკისრა 100 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა.

შეგახსენებთ, რომ მარინ ლე პენსა და მისი პარტიის კიდევ 24 წარმომადგენელს ბრალი ედებოდათ ევროპარლამენტში მუშაობისთვის გამოყოფილი თანხების გამოყენებაში იმ თანამშრომლების დასაფინანსებლად, რომლებიც მათი პარტიისთვის მუშაობდნენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading