,,ორ დღეში შეგვაძენინეს (აგარაკი), ფულს შეგროვება ხომ უნდოდა. ერთ დღეს ჩემმა რძალმა რომ ხელი მოაწერა, აგარაკი ვიყიდეო ამას გააკეთებთ თუ არა, სულხან მოლაშვილი სახლში იქნებაო”-თამაზ მოლაშვილი

„პირადად მე, (პროკურორმა) გრიგალაშვილმა გამაგზავნა გარდაბანში, რომ რაღაც საბუთი წამომეღო. ვუთხარი, მითხრეს, რომ 10 დღე სჭირდება ამ საბუთის მომზადებას, არა, დარეკილია და მიდიო. ჩემს რძალთან, თათია ბახტურიძესთან შეიქმნა კონსილიუმი, აბა რა ვქნათ – პირადად მაგათი სიტყვა იყო ასეთი: როგორმე გავაკეთოთ ისე, რომ ეს აგარაკი მიშას “მივუგდოთო” და რომ მივცემთ ამას, სააკაშვილი ავა, ლენტს გაჭრისო, ეგ უნდა, პიარიო და მართლაც ასე გააკეთეს. ორ დღეში შეგვაძენინეს (აგარაკი), ფულს შეგროვება ხომ უნდოდა. ერთ დღეს ჩემმა რძალმა რომ ხელი მოაწერა, აგარაკი ვიყიდეო ამას გააკეთებთ თუ არა, სულხან მოლაშვილი სახლში იქნებაო – პირობა იყო ასეთი, როდესაც ამას გააკეთებთ, გამოვუშვებთო (სულხანს). 12 საათზე სულხანი გამოშვებული იქნებაო, ორთაჭალის ციხესთან ვართ მეც, ჩემებიც, უცებ ვიღაც გამოდის და არა, სულხან მოლაშვილს არ უშვებენო.

ეს აგარაკი მთავრობას, ეკონომიკის სამინისტროს გადასცეს (მოლაშვილის ოჯახის მიერ შეძენილი აგარაკი)” – განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თამაზ მოლაშვილმა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading