,,ორმაგი შეცდომა დაუშვეს, ერთი, დაადასტურეს, რომ ნამდვილად მონაწილეობდნენ ამ ბიზნესის რეკეტში და მეორე, არ სცემენ პატივს ქართულ კანონმდებლობას და ამ დროს ამბიცია აქვთ მაღალ მატერიებზე და “ევროპულ” პოლიტიკოსობაზე”- გურამ მაჭარაშვილმა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შესახებ განაცხადა
,,არ აქვთ არანაირი პასუხი იმ კითხვებზე, რაც არა მხოლოდ კომისიის წევრებმა დავსვით, არამედ იმ ადამიანებმა, ვისაც ბიზნესი წაართვეს, ვინც პირდაპირ დაასახელა გვარები – ხაზარაძე, ჯაფარიძე, რომლებიც მონაწილეობდნენ ბიზნესის რეკეტში.
სამწუხაროდ, ფაქტები არსებობს, დადასტურებული დოკუმენტები და ცოცხალი ადამიანები. არ იკადრეს, კომისიაზე არ მოვიდნე, მაგრამ საჯაროდ მაინც გაეცათ პასუხი იმ ბრალდებებზე, რაც არის მათ წინააღმდეგ. არ აქვთ არანაირი პასუხი. როგორც ჩანს, ამჯობინეს, რომ მორიგ ჯერზე როგორმე კომისიასთან მისვლისგან თავი აერიდებინათ.
ორმაგი შეცდომა დაუშვეს, ერთი, დაადასტურეს, რომ ნამდვილად მონაწილეობდნენ ამ ბიზნესის რეკეტში და მეორე, არ სცემენ პატივს ქართულ კანონმდებლობას და ამ დროს ამბიცია აქვთ მაღალ მატერიებზე და “ევროპულ” პოლიტიკოსობაზე”, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა