ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის გამოსაშვები საღამო გაიმართა

საღამოზე ბაიერის ბალეტიდან „თოჯინების ფერია“ შესრულდა ნაწყვეტი – თოჯინების მაღაზიაში გაცოცხლებული თოჯინების მხიარული მეჯლისი, სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელის, ნინო ანანიაშვილის ქორეოგრაფიული რედაქციით, ასევე, ლუდვიგ მინკუსის ბალეტი „პახიტა“, მარიუს პეტიპას ქორეოგრაფიითა და ნინო ანანიაშვილის ქორეოგრაფიული რედაქციით. წარმოდგენილი იყო ნაწყვეტები სხვადასხვა ბალეტებიდან.

სამმოქმედებიან წარმოდგენაში მონაწილეობდნენ საბალეტო სასწავლებლის ყველა კლასის მოსწავლეები.

გამოსაშვებ საღამოს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading