ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებითა და ქალაქის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, “Bowling Green Park” -ში საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს გენერალურმა კონსულმა ქ. ნიუ-იორკში მაია ბართაიამ, ნიუ-იორკის საერთაშორისო საქმეთა კომისარმა ედვარდ მერმელშტეინმა და ნიუ-იორკის უცხოელ კონსულთა საზოგადოების პრეზიდენტმა ამირ ფარიდ აბუ ჰასნამ, რომლებმაც ხაზი გაუსვეს ქართული დიასპორის წვლილს ნიუ-იორკის კულტურული ცხოვრების ჩამოყალიბებაში.

საქართველოს გენერალურ საკონსულოს გადაეცა ნიუ-იორკის მერის პროკლამაცია, რომლითაც 22 მაისი ოფიციალურად აღიარეს ქართული მემკვიდრეობის დღედ ნიუ-იორკში.

მაია ბართაიამ მადლიერება გამოხატა ქალაქის მერის ერიკ ადამსის მიმართ ნიუ-იორკის მდიდარი და მრავალფეროვანი საზოგადოების, მათ შორის ქართული დიასპორის ურყევი მხარდაჭერისთვის და გადასცა სიმბოლური საჩუქარი – საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მაისური საქართველოს გულშემატკივრის ნომრით.

დროშის აღმართვის ცერემონიალზე შესრულებულ იქნა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ჰიმნები და წარმოდგენილი იქნა ქართული ტრადიციული ცეკვები.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading