ნიკოლოზ ბასილაშვილმა ოთხ სეტში წააგო და ავსტრალიის ღიას პირველ წრეში გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩეხ იაკუბ მენშიკთან წააგო, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 49-ე ადგილს იკავებს – 1:6, 7:6(3), 3:6, 3:6.

აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილს მეტოქეზე მეტი ბრეიკპოინტი ჰქონდა – 12 11-ის წინააღმდეგ, მაგრამ ქართველს ამ შანსების რეალიზაცია არ უვარგოდა – მხოლოდ ერთხელ აიღო ჩეხის მოწოდება. თავად მენშიკს კი ეს მაჩვენებელი 50 პროცენტზე მაღალი ჰქონდა – ექვსი ბრეიკი შეასრულა. ბასილაშვილმა 10 ეისი ჩააწოდა და 9 ორმაგი შეცდომა დაუშვა, მენშიკის ანგარიშზე კი 31 ეისი და 8 ორმაგი შეცდომა იყო.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading